ვინ ხარ შენ…

0
869
-ვინ ხართ თქვენ? ნუთუ ეს მართლაც ისეთი უმნიშვნელო შეკითხვაა? თუ თქვენ იგულისხმეთ ,,ვინ ვარ მე“, ვინ ხართ თქვენ კი არა, ,,ვინ ვარ მე“ და რომც გითხრათ მე ვინ ვარ, რა მნიშვნელობა აქვს? უბრალოდ ცნობისმოყვარეობაა არა? ეს იგივეა, რაც მენიუს წაკითხვა ფანჯარასთან. თქვენ უნდა წახვიდეთ რესტორანში და მიირთვათ საჭმელი. მაგრამ თქვენ რომ უბრალოდ იჯდეთ და მენიუს კითხულობდეთ ეს შიმშილის გრძნობას ხომ ვერ დაგიკმაყოფილებთ?
ის, რომ მე თქვენ, ჩემი ვინაობა გითხრათ სრულიად უაზროა…
პირველ რიგში მე არავინ არ ვარ. ეს ძალიან მარტივია, მე არავინ არ ვარ. მაგრამ მნიშვნელოვანი ისაა, თუ ვინ ხართ თქვენ? რა ხართ თქვენ?
როდესაც ვინმეს ეკითხებიან ვინ ხართ? ამ კითხვაში იგულისხმევა, რომ ის ვიღაც დიდებულია და ამიტომ მე უნდა მივბაძო მას: როგორ დადის, როგორ ლაპარაკობს, როგორ იცვავს, როგორ იხეხავს კბილებს და ა.შ. მე უნდა მივბაძო მას, როგორც ეს დღეს, ყოველ დღე ხდება და ყველგან, ხომ გესმით არა? – იგი გმირია, იგი გურუა და ამიტომ თქვენ უნდა მიბაძოთ მას. ეს ხომ იმდენად აბსურდული და სულელურია, გესმით მაინც? ეს ხომ ბავშური საქციელია, როდესაც ცდილობ მიბაძო სხვას… და დააკვირდით, ჩვენ ყველანი მუდმივად მიბაძვის რეზულტატი ვართ.
რელიგიები ამბობენ, რომ არ იყენებენ სიტყვა ,,მიბაძვას“ მაგრამ: ,,გახდი უკეთესი“ ,,დანებდი შენს თავს“ ,,მომყევი“ ,,მე ვარ ის“ ,,მე ვარ ეს“ ,,მაღიარე ღმერთად“ – ეს ყველაფერი არის ის, რაც თქვენ ხართ დღეს.
სკოლაში თქვენ მიბაძავთ. ცოდნის მიღება – ერთ ერთი სახის მიბაძვაა. ასევე მოდა: მოკლე კაბა, გრძელი კაბა, გრძელი თმები, მოკლე თმები, წვერებიანი, გაპარსული… მიბაძვა, მიბაძვა, მიბაძვა, სულ მიბაძვა… და ასევე, ჩვენ შინაგანადაც მივბაძავათ, როგორც ყველამ ვიცით. მაგრამ, რომ გაიგოთ სინამდვილეში ვინ ხართ, თქვენ ვინ ხართ და არა მოლაპარაკე ვინ არის, ძალზედ მნიშვნელოვანია. და ეს, რომ გაარკვიოთ თქვენ უნდა გამოიკვლიოთ თქვენი თავი თქვენი თავისგან.
თქვენ ხართ ადამიანობის ისტორია. თუ თქვენ ეს გააზრებული გაქვთ, ეს თქვენ გაძლევთ ძალიან დიდ სიცოხლის ძალას, ენერგიას, სიყვარულს. იმიტომ, რომ აღარ ხართ პატარა არსება, რომელიც იბრძვის დედამიწის კუთხეში. თქვენ ხართ მთელი ადამიანობის ნაწილი… და ეს არის უზარმაზარი პასუხისმგებლობა, სიცოცხლის ენერგია, სილამაზე, სიყვარული. მაგრამ სამწუხაროდ, ხალხის უმეტესობა ამას ვერ ხედავს. ხალხის უმეტესობა საკუთარ ცხოვრებაზე ღელავს, მათ წვრილმან პრობლემებზე, საკუთარ ღელვაზე…
და ამ ვიწრო წრიდან გამოსვლა, სრულიად შეუძლებელი ჩანს, რადგან ჩვენ იმდენად ჩაკეტილები, დაპროგრამირებულები ვართ, როგორც კომპიუტერები და ვერაფერს ახალს ვერ ვსწავლობთ. კომპიუტერს შეუძლია – ჩვენ არა.
ხედავთ რა ტრაგედიაა? მანქანები, რომლებიც ჩვენ შევქმენით, კომპიუტერები, შეუძლიათ ისწავლონ გაცილებით სწრაფად და გაცილებით მეტი ვიდრე ჩვენს ტვინს შეუძლია. იმ ტვინს, რომელმაც შექმნა ის, რაც გახდა ულტრა ინტელექტუალი მანქანა.
იმის გამო, რომ ჩვენი ტვინი არის ზარმაცი, ნელი და მოთენთილი ადვილად ვნებდებით, დავემორჩილებით და მივყვებით, როცა როცა ყოვლისშემძლე გურუ ან ღმერთი გამოჩნდება ან მამაოები და წმინდანები… ხვდებით არა?
და როცა აჯანყებები ხდება, იქნება ეს რევოლუციური თუ ტერორისტული ეს ძალიან ზედაპირულია. პოლიტიკის ან ეგრეთ წოდებული საზოგადოების სტრუქტურის შეცვლა. რომელიც არის უბრალო ურთიერთ კავშირი ხალხს შორის.
ჩვენ ვსაუბრობთ რევოლუციაზე, მაგრამ არა ფიზიკურ, არამედ ფსიქოლოგიურ რევოლუციაზე, სადაც არ იქნება შესატყვისაობა. თქვენ გაცვიათ შარვალი, იმიტომ, რომ ასეა მიღებული ამერიკაში, მაგრამ ინდიაში სხვანაირად აცვიათ. ეს კი უკვე შესატყვისაობა კი არა ბავშური საქციელია. მნიშვნელოვანია შინაგანად შესატყვისობის საჭიროების გრძნობის არ ქონა.
შესატყვისობა არსებობს მაშინ, როდესაც არსებობს შედარება. აზროვნება, რომ იყოს, სრულიად თავისუფალი უნდა იყოს შედარებებისგან, მხოლოდ მაშინ შევძლებთ დანახვას მთელ იმ ისტორიის, რომელიც ასე მყარადაა ჩაბეჭდილი ჩვენში.
ჯიდუ კრიშნამურტის ლექციების ციკლიდან

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი