რა ხდება კოსმოსში ახალმთვარეობის დროს

0
875

დღეს ახალმთვარეობა, რომელიც „პიკს“ , თბილისის დროით 11:20 წუთზე მიაღწევს.

რა ხდება კოსმოსში ამ დროს

ესაა მთვარის ფაზა, როდესაც ღამის მნათობი დედამიწასა  და მზეს შორისაა მოქცეული, რა თქმა უნდა, ამ დროს მთარეს ვერ ვხედავთ, დაახლოებით 2-3 დღის შემდგომ კი დასავლეთ მხარეს მისი ოდნავ განათებული მხარე ნამგალივით გამოჩნდება,  სწორედ ამ “ნამგლისებრ მთვარის” პერიოდზე იწყებს ეს უკანასკნელი შევსებას.

ტრადიციულად, ეს პერიოდი ითხოვს ყურადღებას, ვინაიდან კოსმოსი ყველა ჩვენგანას აკვირდება ასეთ დღეებში, ამიტომ გვმართებს მეტი თავდაჭერა, მით უმეტეს, როდესაც ეს უკანასკნელი ხდება ისეთ პოზიტიურ, შინაგანად ჰარმონიულ, ლაღ, ინტელექტუალურად განვითარებულ ნიშანში, როგორიცაა მშვილდოსანი.  კარგი  იქნება თუ ყველაფერს მშვიდად და წყნარად შევხვდებით, ზედმეტი აგრესიის გამოვლენისა და ჩხუბის გარეშე, გახსოვდეთ, მოთმინებით ბევრს შეძლებთ.

მთვარის ასეთი ფაზის დროს, ძალიან კარგია თუ ჩამოწერთ სამომავლო გეგმებს, იდეებს, რომლებიც თქვენში თანაარსებობენ და გსურთ, რომ მისი რეალიზება შეძლოთ.

ახალმთვარეობისას, განსაკუთრებით სავსემთვარეობაზე, დაძაბულები შედარებით მამაკაცები და მამაკაცური ბუნების ადამიანები უფრო არიან, ვიდრე ქალბატონები, ამიტომ მათთან საუბრის დროსაც კი სიფრთხილეა საჭირო, რათა არ მოხდეს გაუგებრობა.

კიდევ ერთხელ, ამ დღეს შეხვდით პოზიტიურად, მშვიდ გარემოში, კარგია ლოცვა, მედიტაცია, იოგა, ენერგეტიკული ვარჯიშები, სურვილების ჩამოწერა, ახალ მთვარეს ახალი ენერგიით უნდა შეხვდეთ. დანარჩენი კი თუ სად ხდება მოქმედება კონკრეტულ ვითარებაში, ვგულისხმობ ცალკეულ ინდივიდებს, ეს უკვე პირადი რუქების თემაა.

მეტად მნიშვნელოვანია, რომ მშვილდოსანი განეკუთვნება ზოდიაქოს მე-9 ნიშანს, რომელიც დაკავშირებულია უმაღლეს ცოდნასთან, ახლის ათვისებასა და მენტალიტების გამომუშავებასთან, ფაქტობრივად ადამაიანი სამყაროსთან მიმართებაში ბრძენდება და ვითარდება ამ გზით, ნასწავლს კი, როგორც მშვილდს სჩვევია – „გურუ“ გადასცემს ხალხს. შესაბამისად, ამ ხანებში მოსული ინფორმაცია, შესაძლოა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანიც კი იყოს თქვენთვის, დაუფიქრდით მიმდინარე მოვლენებს, ნუ იქნებით ზედმეტად ზედაპირულნი, შეძელით საკუთარი თავის მართვა და სწორი არჩევნის  გაკეთება. კარგია სწავლა, ხანმოკლე მოგზაურობა, თვალსაწიერის გაღრმავება, ჰარმონიული კონტაქტების დამყარება, მეტი გაიღიმეთ და იმხიარულეთ, მაგრამ დოზირებულად, თვითგანვითარება არ დაგავიწყდეთ.

დაგეგმეთ რისი გაკეთება გსურთ მომდევნო ერთი თვის მანძილზე, რა დგას დღეს დღის წესრიგში, რა არის მოსაგვარებელი, რა აუცილებლად შესასრულებელი, იმისათვის რათა ეს საქმე გამოვიდეს, რადგან ამ ახალ მთვარეზე იუპიტერიც გარეულია თემაში, ახლა არაჩვეულებრივი დროა ფიქრისთვის, დამუხტეთ თქვენი თავი ძლიერი ემოციური სურვილით იმისთვის, რაც გსურთ რომ შესრულდეს. ცოტა ოცნებაც კარგია ამ დროს, მაგრამ ფუჭ ფიქრებს და იმედებს ნუ მიეცემით. საქმე, რაც მართლა არ გამოვა და ყოველგვარ აზრსაა მოკლებული ნუ ჩაიფიქრებთ, რათა მერე გული არ დაგწყდეთ. 

ძველი ტრადიციის თანახმად ქართველები, ნამგალა მთვარეს ანახებდნენ მონეტებს, ფულს, ეს კი ზრდიდა ბარაქის შემოსავლის რიცხვს, ამიტომ თქვენც შეგიძლიათ ამ დროს მთვარეს ანახოთ ფული, რათა ეს გახდეს ფინანსური ეგრეგორის მოზიდვის საფუძველი.

ამ დღის ენერგიები იგრძნობა წინა დღითაც, ანუ დღეს 6 დეკემბრიდან, ასევე 8, 9 რიცხვებშიც. მნიშვნელოვანი ხელმოწერებისგან, საქმიანი გადაწყვეტილებებისგან, შეხვედრებისგან ეცადეთ, რომ თავი შორს დაიჭიროთ ან წყანარდ ისაუბროთ და შემდგომ შეძლოთ მისი რეალიზება. 

ასევე ნუ დაგვავიწყდება – მიუტევეთ და აპატიეთ სხვებს, თუკი ვინმეს რამე არ გამოუვიდა თქვენი მისამართით სწორად, კონტაქტების დროს იყავით რბილი და ლოიალური -გარწმუნებთ ორმაგად დაგიფასდებათ.

სხვა მნიშვნელოვან მოვლენებს რაც შეეხება: უკვე 8-9 რიცხვიდან კომუნიკაციისა და ინტელექტის მმართველი მერკური გახდება დირექტული, რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს შედარებით გაუადვილდებათ ურთიერთგაგება, მარტივი გახდება მათ შორის საერთოდ ენის გამონახავა, გასაუბრება, სხვადასხვა სახის მოლაპარაკება და ვიზიტი, ამიტომ ეცადეთ შესაძლებლობების ფარგლებში იაქტიუროთ.

ეს პერიოდი ეცადეთ, რომ გამოიყენოთ თბილი კავშირებისთვის, ურთიერთობებისა და ვითარების განმუხტვითვის და არა საომარი მოქმედებების დაწყებისთვის.

ავტორი – ასტროლოგი გიორგი ლობჟანიძე

 

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი