1 დეკემბერს 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე სასტუმროში “რედისონ ბლუ ივერია”-ში “ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველო” (IWA Georgia) ტრადიციულ, წინა საახალწლო გამოფენა-გაყიდვას გამართავს. ლოზუნგით: ერთად დავეხმაროთ ქალებს, ბავშვებს და მოხუცებს!

გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს როგორც ქართველი, ასევე სხვა ქვეყნების ხელოვნების დარგის წარმომადგენლები, 25 საელჩო და საერთაშორისო მისია.

ასევე 30-მდე კომპანია. გამოფენა-გაყიდვაში წარმოდგენილი იქნება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების სამზარეულოს კერძები და ხელოვანთა ნამუშევრები.

IWAG წარმოადგენს საქველმოქმედო სტატუსის მქონე არაკომერციულ, არასამთავრობო ორგანიზაციას და ქალთა საერთაშორისო ასოციაციის მსოფლიო ქსელის ნაწილს.

ასოციაცია ცდილობს გააღრმავოს მისი უცხოელი წევრების მიერ საქართველოს და ქართული კულტურის შეცნობა და გაუადვილოს უცხოელებს მშობლიური ქვეყნებიდან შორს ცხოვრება და მუშაობა.

IWAG ახორციელებს საქველმოქმედო პროექტებს და მისი მთავარი მიზანია სოციალურად დაუცველი ქალების, ბავშვების და მოხუცების დახმარება.

გამოფენა-გაყიდვის საორგანიზაციო კომიტეტი:

პრეზიდენტი: პეტრა ბენკო

ვიცე პრეზიდენტი: ოლგა ათაქან

ვიცე პრეზიდენტის მოადგილე: ჯორიელ ვან დერ აუვერა

დამფუძნებელი: ნანა დვალი

http://www.iwag.org

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი