„ნატურალეს“ სწორად შერჩეული სამკურნალო საპნები თქვენს კანს იდეალურს გახდის

0
388

ხშირ შემთხვევაში, კანის პრობლემის მიზეზი მიკრობები ხდებიან, რომლებიც კანის ფორებში ბინადრობენ. „ნატურალემ“ თავისი მომხმარებლებისთვის შექმნა აქტიური ბუნებრივი დანამატებით გამდიდრებული ბუნებრივი საპნები, რომელიც ეფექტურად უმკლავდება კანის პრობლემებს. საკმარისია, სწორად შეარჩიოთ და რეგულარულად ისარგებლოთ „ნატურალეს“ საპნით და თქვენი კანი ჯანმრთელ იერს დაიბრუნებს.

მაშ ასე, დავიწყოთ:

საპონი „არყის ხის კუპრი“ შეიცავს არყის ხის კუპრს და ქაცვის ზეთს.  არყის ხის კუპრი ძლიერ გამოხატული ანტიმიკრობული თვისებების წყალობით ანადგურებს კანზე არსებულ მავნე მიკრობებს, ხოლო ქაცვის ზეთი კვებავს და ატენიანებს კანს, ეხმარება ნაწიბურების გასწორებაში.

 

 

„სერა“ გოგირდის საპონი ეფექტურია ეგზემის, ფსორიაზის, დერმატიტის, კანის სოკოვანი დაავადებების, სებორეის, ჩირქოვანი გამონაყარის დროს. ატენიანებს და ხავერდოვნებას ანიჭებს კანს, ხსნის კანის პრობლემებით გამოწვეულ ქავილსა და დაჭიმულობას. გოგირდი, ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური თვისებების გამო, ოდითგანვე გამოიყენებოდა კანის სილამაზის და ჯანმრთელობის რეცეპტებში.

 

საპონი „ნიმის ძალა“ იდეალურია დაზიანებული და პრობლემური კანისათვის. ეფექტურად ატენიანებს და არბილებს კანს, ებრძვის კანის ინფექციებს, როგორიცაა აკნე, ეგზემა,  მშრალი და ცხიმიანი სებორეა, ნეიროდერმიტი,  ფსორიაზი.

აიურვედას მიხედვით, ნიმის ზეთი ყოვლისშემძლეა. მას სოფლის აფთიაქსაც უწოდებენ და გამოიყენება კანის თითქმის ყველა ტიპის პრობლემის დროს, მისი ერთად ერთი ნაკლი სპეციფიური სუნია – შუალედური დამწვარ ხახვსა და ნივრის სუნს შორის. თუმცა, თუ თქვენ ერთხელ მაინც ისარგებლებთ ნიმის საპნით, მას აუცილებლად აპატიებთ ამ ნაკლს.

ავსტრალიური ჩაის ხის საპონი „ბუნებრივი დაცვა“ შეიქმნა როგორც ბუნებრივი ანტიბაქტერიული საპონი. ჩაის ხის ზეთის დახმარებით, საპონი ხასიათდება მკვეთრად გამოხატული ანტიბაქტერიული მოქმედებით. კარგად ასუფთავებს კანს, ხელს უწყობს ზედაპირული დაზიანებების შეხორცებას, ხსნის ანთებით პროცესს, აძლიერებს კანის თავდაცვით თვისებებს. ამასთან, არ აშრობს, არამედ ატენიანებს კანს. რეკომენდირებულია ყველა ტიპის კანისათვის

„კასტილიური საპონი“ ხასიათდება უნაზესი, კრემისებრი ქაფით, ოდნავ შესამჩნევი ბალახის არომატით. მგრძნობიარე, გამომშრალი და ალერგიული კანის დასახმარებლად „ნატურალემ“ აღადგინა უძველესი კასტილიური საპნის რეცეპტი. ზეითუნის ზეთი, რომელიც წარმოადგენს კასტილიური საპნის ძირითად კომპონენტს, უნიკალურია. სწორედ ამ ზეთის წყალობით გამოირჩევა ის დამატენიანებელი და დამარბილებელი ეფექტით. საპონი დელიკატურად ასუფთავებს კანს, ატენიანებს და არ აშრობს. კასტილიურ საპონი თავისი უნიკალური თვისებების გამო შეიძლება გამოიყენონ პატარა ბავშვებმა, ასევე – მგრძნობიარე, ალერგიული კანის მქონე მომხმარებლებმა.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი