შეგრძნებების იუველირი შოკოლატერია “არტიზანი”

0
589

თუ შოკოლადი გიყვართ, დარწმუნებული ვარ, კაფე „არტიზანის“ შესახებაც გეცოდინებათ. აბაშიძის 10 ნომერთან გამვლელებს არასდროს რჩებათ შეუმჩნეველი ყვავილებით მორთული ტერასა, ვანილისა და კაკაოს გამაბრუებელი სურნელით გაჟღეთილი ფრანგული კაფე, თბილისელი გურმანებისა და მსუნაგებისთვის ერთდროულად მექაცაა და აკვიატებული ადგილიც.

პირველად შესულ სტუმრებს აქ აუცილებლად შეახსენებენ, რომ ეს არის ის ადგილი, სადაც ამზადებენ მხოლოდ ნატურალურ შოკოლადს ყველა წესის დაცვით.

ლამაზ მწკრივებად ჩამორიგებულ ხელნაკეთი შოკოლადის ცდუნებას ვერავინ უძლებს. თუ ტკბლმწარე გამოცდილებისთვის სრულიად მზად ხართ, ერთი ფინჯანი ცხელი შოკოლადი უნდა მოითხოვოთ. შოკოლადის ისტორია, ხომ სწორედ ამ ბლანტი სითხით იწყება.  

არტიზანი“ საუკეთესო ადგილია სტუმრობისათვის, სადაც არამხოლოდ შოკოლადის „გამტაცებლებს“ ნახავთ, არამედ გემრიელი ლანჩისთვის ან საქმინი შეხვედრისთვის მისულებს.
თუმცა არტიზანში ყოველი სტუმრობა მაინც შოკოლადით მთავრდება 
თუ გაინტერესებთ რა ხდება მაშინ, როცა გამოცდილი შეფ-კონდიტერის ხელში მაღალხარისხიანი შოკოლადი ხვდება, ხოლო რეცეპტი კი შოკოლადის მომზადების საუკეთესო ფრანგულ ტრადიციას ითვალისწინებს, ეწვიეთ შოკოლატერია „არტიზანს“ სადაც ადამიანის გულებს მყუდრო გარემო, მომღიმარი ადამიანები და შოკოლადის ბონბონები ათბობს

 

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი