ყოველ 8 წელიწადში ახალ ცხოვრებას ვიწყებ – ნინა პერტენავას მესიჯი

0
1158

ძილის წინ ვხედავ დედამიწას, რომელის საოცარი სისწრაფით მიექანება კოსმოსის უსასრულო სივრცეში, შემდეგ მესმის სისხლის მუდმივი მოძრაობის ხმა ჩემს სხეულში, თვალებს ვხუჭავ და ვხედავ საოცარ ფერად სამყაროს – ძველ ქალაქებს, წყალქვეშა სამყაროს და მითოლოგიურ ცხოველბს.

ჩვენი ტვინი საოცრებათა ქვეყანაა, პირველი რაც უნდა ვისწავლოთ – ეს მისი ჯადოსნური ფუნქციების გამოყენებაა. აინშტაინს აქვს ნათქვამი ჯერ შენ უნდა ისწავლო თამაშის წესები და შემდეგ ყველაზე კარგად შეძლო თამაშიო, ზუსტად ასე ვცდილობ მეც და სულ ახალი თამაშების წესებს ვსწავლობ.

8 წელიწადში შესაძლებელია ახალი პროფესიის მწვერვალის დაპყრობა, ახალი საუკუნის ყველაზე მოთხოვნადი პროფესიონალი კი მულტიფუნქციური ადამიანია მაღალი ემოციური ინტელექტით. ყველაზე ძვირფასი რესურსი კი დრო არის ჩემთვის, რადგან ვერანაირი კაპიტალით მას ვერ იყიდი.

როდესაც სხეულს ფიზიკურად ვტვირთავ, აუცილებლად გონებასაც ვაკავებ. ასე, წელიწადში სასურველი 100 წიგნის წაკითხვას ასწრებ ან, ახალი ენის სწავლას და ცნობიერება სრულიად ახალ საფეხურზე გადადის.

ტვინის სწორ ფუნქციონირებას კიდევ ძალიან უხდება ცეკვა, მედიტაცია, საჭირო ნივთიერებები, ბევრი ღიმილი, ახალი ადგილების აღმოჩენა, მადლიერების გრძნობა, ზანზალაკები სულში, პეპლები მუცელში და ზოგჯერ გულზე კატების პორჭყვნაც – ზომიერი დისკომფირტი მხოლოდ განვითარებას იწვევს. სულ მალე ეს 8 წელიც სრულდება და ძალიან მაინტერესებს რომელ ახალ პროფესიას ავირჩევ.

 

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი