მასტურბაციის დროსაც იმაზე ვფიქრობ, რა შეიძლება ორგანიზაციებს გავუკეთო საინტერესო და კრეატიული ნიკა შანავას მესიჯი

0
1117

„ვისაც არაფრის კეთება  შეუძლია, სხვებს ასწავლის“! – ბერნარდ შოუს ამ სიტყვებით ვცხოვრობ დღემდე. როდესაც ახალი დღე იწყება, ვხედავ როგორ  მბეზრდება გაცვეთილი კომუნიკაციის ფორმები აუდიტორიასთან,  ჩემი იდეები მუდმივად იზრდება, ახლახან აღმოვაჩინე, რომ სამსახიობო ოსტატობის სწავლა მჭირდება. მიყვარს, როდესაც ვცდილობ აღმოვაჩინო ახალი, განსხვავებული იდეები და განვახორციელო ისინი. დრო გადის და ვეძებ სიახლეებს, რომლებსაც ავსახავ ჩემს პროფესიაში. ადრე  იდეებს  ვაიგივებდი  დაუკმაყოფილებელ სურვილებთან, თუმცა მივხვდი, რომ  მისი განხორციელება შესაძლებელია!

პიარის სფეროში ყველაფერს ვცდილობ  შევეხო. სადაც ჩემ თავს დავინახავ, მანდ ვჩერდები და ვიწყებ ურთერთობას, ეს სფერო ჩემთვის ყველაზე საინტერესო ინსპირაციაა. ჯერჯერობით ვაპირებ აქ ვიყო, მქონდეს ჩემი აზრები, იდეა, ცხოვრების გეგმა, არასოდეს გავედევნო სხვის გზას, გავთიშო სამყაროს აზრები, ვიცხოვრო ისე როგორც მე მინდა. ვფიქრობ, ეს პროცესი დიდ სიამოვნებას მომანიჭებს, აღმოვაჩენ ახალ დეტალებს, რომლებზეც ისტორიებს შევმქნი.

მე ვარ ნიკა შანავა, საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) სპეციალისტი

#futureleader #storytelling  #message

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი