როგორ აღმოვაჩინოთ ჩვენს პატარაში გენიოსი

0
685

პატარა სტივ მორისს, მასწავლებელმა ქალმა სასკოლო ოთახში თაგვის დაჭერაში დახმარება სთხოვა. მან ამით ბავშვში აღიარა იშვიათი ნიჭის არსებობა, რომელსაც კლასში არავინ ფლობდა. პატარა სტივს, იშვიათი მახვილი სმენა ჰქონდა, რომელიც სუსტ მხედველობას უკომპენსირებდა. როგორც თავად იხსენებს, სწორედ ეს შემთხვევა დაეხმარა მას ახალი ცხოვრების დაწყებაში. სტივმა თავისი ტალანტი განავითარა, სრულყო და გახდა 70-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მომღერალი და კომპოზიტორი, სცენური ფსევდონიმით სტივ უანდერი.

როგორ დავეხმაროთ ჩვენს პატარებს საკუთარი მნიშვნელოვნობის შეგრძნებაში, იქნებ სადღაც გენიოსი იმალება? – გვესაუბრება ბარბარე ჭკუასელი კლინიკური ფსიქოლოგი,გეშტალტთერაპევტი

ბავშვს, საკუთარ თავზე წარმოდგენა, გარემოდან წამოსული შეფასებების მიხედვით უყალიბდება. სანამ ის პატარაა, ძალიან უჭირს ადექვატურად შეაფასოს საკუთარი თავი, შესაძლებლობები, შესაბამისად – ის სოციუმისა და განსაკუთრებით მიკროსოციუმის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა. შესაბამისად, ბავშვს რომ ადექვატური წარმოდგენა შეექმნას საკუთარ თავზე, გადამწყვეტად მნიშვნელოვანია გარემომ მას სწორი შიგთავსით გაჯერებული ინფორმაცია მიაწოდოს. ამაზე კი ძალიან დიდ გავლენას ახდენს ის, თუ როგორ ვუყურებთ ჩვენ შვილებს, რაზე დაყრდნობით ვაკეთებთ იმ დასკვნას,რომელიც მას უნდა მივაწოდოთ. მარტივად რომ დავსვათ კითხვარას ვხედავთ როცა ჩვენს შვილს ვუყურებთ?

კითხვა უცანურად ჟღერს და ბევრი უცნაური პასუხიც შეიძლება მოიძებნოს.

მაგალითად:

  • ვხედავთ მომავლის იმედს ×
  • განუხორციელებელ მიზნებს ×
  • ინვესტიციას ×
  • ჩვენი ოცნებების ასრულების საშუალებას ×                   

თუ პატარა პიროვნებას, რომელსაც აქვს

  • თავის ოცნებები 
  • თავის ემოციები 
  • თავის აზრი
  • ძლიერი და სუსტი მხარეები
  • უფლებები
  • დამოკიდებულებები
  • მისწრაფებები

გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პასუხების რომელ ნაწილში მოიძებნება ჩვენი არჩევანი, თუკი ის პირველ ნაწილშია, ძალიან დიდია ალბათობა იმისა, რომ ბავშვს დაეწყოს თვითშეფასების და საკუთარი თავის მიღების პრობლემები, ჰქონდეს მიდრეკილება პერფექციონიზმისკენ და ნაკლებად ჰქონდეს კმაყოფილების განცდა.

პროცესს უფრო დეტალურად თუ აღვწერთ, ყველაფერი იწყება იქედან, როცა ჩვენ შვილში ვხდავთ ჩვენი ოცნებების და მიზნების გაგრძლებას და მათი მიღწევის გზებს. ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ მასში არ ვხედავთ პიროვნებას, არამედ – საკუთარ თავს. მისი განვითარებით ჩვენ ვიკმაყოფილებთ იმ დანაკლისს, რომელიც საკუთარ თავთან განვიცადეთ. მის მიმართ ვართ რაციონალურნი, მაგრამ ნაკლებად ემოციურნი. ვართ უფრო სტაბილურნი და ნაკლებად სპონტანურნი. მისგან ველით ბევრს და გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, ამასვე ვითხოვთ. ყველაზე მნიშვნელოვანი კი არის ის, რომ  არ ვიღებთ ბავშვს ისეთს, როგორიც არის. ეს ყველაფერი ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ბავშვიც ვერ ხედავს საკუთარ თავს, არ იცის როგორია სინამდვილეში, უჭირს საზღვრის დანახვა. ვერ ხვდება, სად მთავრდება მშობელი თავისი მიზნებით და სად იწყება ის – საკუთარით, ვინაიდან ეს თითქოს ერთ დიდ წრფეს უფრო ჰგავს, ვიდრე ორ პარალელურ ხაზს. შესაბამისად, მოდის თვითშეფასების პრობლემები, პერფექციონიზმისკენ მიდრეკიდება, კმაყოფილების განცდის ნაკლებობა და საკუთარი თავის მიუღებლობა.

ჩვენი არჩვევანი ზემოთ მოყვანილი პასუხების მეორე ნაწილში თუ მოიძებნა, ეს ნიშნავს, რომ თქვენი და თქვენი შვილის ცხოვრება ყოველთვის განვითარების და თვითშემეცნების  ფორმატში იქნება. ასეთი ცხოვრება რთულია, რადგანაც თან ახლავს ბევრი ემოცია, საზღვრების დაცვაზე მუშაობის დაუსრულებელი პროცესი, მაგრამ ეს პროცესი ძალიან ცოცხალი და მრავლისმომცემია როგორც მშობლისთვის, ასევე შვილისთვის. მხოლოდ ამ პროცესშია შესაძლებელი თქვენს შვილში გენიოსი აღმოაჩინოთ და მერე მასაც დაეხმაროთ ამ გენიოსის პოვნაში. გენიოსობა არ ნიშნავს ყველაფერში ყველაზე წარმატებულობას საკუთარი თავის ხარჯზე.

ჩემი აზრით, გენიოსია ადამიანი, რომელსაც შეუძლია საკუთარი თავის და ბედნიერების პოვნა 

საკუთარი თავის პოვნა პროფესიაში, რომელიც მოსწონს;

საკუთარი თავის პოვნა სოციუმში, რომელშიც ცხოვრობს;

საკუთარი თავის პოვნა ბედნიერებაში, რომელიც ზოგადად არსებობს;

საკუთარ თავში ამ ბედნიერების პოვნა და გაზიარება.

ასეთი გენიოსის გაზრდა კი მხოლოდ გენიოს მშობელს შეუძლია, რომელმაც იპოვა ეს ყველაფერი და შეუძლია შვილს საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს, არჩევანის თავისუფლება მისცეს და მხარი დაუჭიროს ამ პროცესში.

გისურვებთ თქვენ შვილებში გენიოსის პოვნას

 

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი