ჩიას თესლი – მკვებავი, რომელიც უზრუნველყოფს ენერგიის გაძლიერებას

0
461

ჩიას თესლი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული “სუპერსაკვებია“ ჯანმრთელობის ინდუსტრიაში. ისინი ადვილად გადამუშავდებიან ჩვენს ორგანიზში, როდესაც სწორადაა მომზადებული. ჩიას თესლს უხვი სარგებელი გააჩნია, რადგან ძალიან მრავალმხრივი ინგრედიენტია.

თავდაპირველად ჩია გვხვდება მექსიკაში და სამკურნალო თვისებების და კვებითი ღირებულებებიდან გამომდინარე მის თესლს ძალიან აქტიურად იყენებდნენ.

ჩიას თესლი არის მკვებავი, რომელიც უზრუნველყოფს ენერგიის გაძლიერებას.

ჯერ კიდევ უძველესი ადამიანები, როგორებიც არიან აცტეკები, იყენებდნენ ამ უნიკალურ თესლს ყოველდღიურ ცხოვრებაში. აცტეკი მებრძოლები ჭამდნენ მას, რათა ჰქონოდათ ბევრი ენერგია. მათ თქვეს, რომ მხოლოდ ერთი კოვზი ჩია 24 საათის განმავლობაში შეუნარჩუნებდა გამძლეობას. ჩია მაიას ენაზე ნიშნავს “სიძლიერეს” და იგი ცნობილი იყო, როგორც “მორბენლების საკვები”, რადგან მორბენალები და მებრძოლები დიდ მანძილზე ბრძოლაში საწვავივით იყენებდნენ ჩიას თესლს.

მაგრამ მხოლოდ ეს არ არის, კველევებმა აჩვენა რომ ჩიას თესლი იმაზე მეტად სასარგებლოა, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. ჩიას თესლი ხელს უწყობს კანის გაჯანსაღებას, ამცირებს დაბერების ნიშნებს ჩვენს სხეულზე, აუმჯობესებს გულის და საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას, აძლიერებს კუნთებს და ძვლებს. მას ძალიან ძვირფასი საკვები ღირებულება აქვს.

⇒ჩიას თესლი შეიცავს უფრო მეტ ცილას, ვიდრე ნებისმიერი სხვა მარცვლეული

⇒უფრო მეტ კალციუმს, ვიდრე რძე

⇒მეტ კალიუმს და ბუნებრივ ცხიმს, ვიდრე ბანანი

⇒მეტს რკინას, ვიდრე ისპანაჰი

⇒ ის მდიდარია ომეგა 3 და ომეგა 6 – ის ცხიმმჟავებით.

  • აუმჯობესებს გამძლეობას;
  • აუმჯობესებს იმუნიტეტს;
  • არეგულირებს სისხლში შაქრის დონის ბალანსს;
  • ეხმარება ადამიანს დაიკლოს წონაში;

იგი ასევე ძალიან ეფექტურია მეტაბოლიზმის ასასწრაფებლად, რადგანაც შეიცავს ხსნად ბოჭკოებს, ცილებს და ანტიოქსიდანტებს.

ჩიას უნიკალური თესლი შეგვიძლია გამოვიყენოთ, როგორც საჭმელში და სალათებში, ისე კოქტეილებშიც.

 

 

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი