მე ვარ ის, ვინც მუდამ ეძებს და არასოდეს იხედება უკან

0
2047

– ვინ ხარ შენ?

– მე ვარ ის, ვინც მუდამ ეძებს და არასოდეს იხედება უკან.

– ცნობიერი თუ არაცნობიერი?

– ცნობიერი ეს მე ვარ, არაცნობიერი – ჩემი ღმერთი.

რას დაარქმევდი საკუთარ ავტობიოგრაფიას?

– სვლა საკუთარი თავისაკენ.

– რა პრობლემები გქონდა გარდატეხის ასაკში?

– სრულიად დავიკარგე, საშინელი ეგოცენტრიკი და ამბიციური ვიყავი.

– რა გენატრება ბავშობიდან ყველაზე მეტად?

– ადამიანები მიყვარდა, ეს განცდა მენატრება.

– რა ასაკში მიხვდი, რომ ზრდასრული იყავი?

– ალბათ 15 წლის ასაკში, როდესაც პირველად შემიყვარდა.

– რა არის საუკეთესო ან ყველაზე ცუდი საჩუქარი, რაც კი ოდესმე მიგიღია?

– ჰელენ ჰორნის წიგნი მაჩუქეს და ასეთი ემოცია არასოდეს მქონია, დიდხანს ვეძებდი.

– რა იყო შენს ცხოვრებაში ყველაზე რთული გადაწყვეტილება?

– როდესაც აღმოვაჩინე, რომ ყველაფერი რისიც მწამდა და მჯეროდა – სიყალბე იყო და უნდა დამენგრია. შიში კარგა ხანი მომყვებოდა.

– რა გამოცდილებამ გაგაძლიერა პიროვნულად ყველაზე მეტად?

– სასიყვარულო ურთიერთობებმა.

– რა ისწავლე ღირებული ცხოვრების მანძილზე?

– ყველგან და ყველაფერში დაეყრდენი მხოლოდ საკუთარ თავს.

– სად ხედავ საკუთარ თავს 10 წლის შემდეგ?

– დროის ასეთი შეგრძნება აღარ მაქვს, არ ვიცი…

– რა კითხვაზე ისურვებდი რომ პასუხი გქონოდა?

– საიდან მოვდივარ.

– რას შეცვლიდი, ხვალ სამყაროს დასასრული რომ დგებოდეს?

– იმაზე მეტს ვერაფერს, ვიდრე ვცვლი ….

– რომელ ცნობილ ადამიანთან შეხვედრას ისურვებდი და რატომ?

– რამდენიმეა: იუნგი, კრიშნამურტი. ალენ დელონი და ვუდი ალენი, ამ ადამიანებმა შემქმნეს ის, ვინც დღეს ვარ… კრიშნამურტმა გამაღვიძა, იუნგმა ყველა საიდუმლო ამიხსნა, ალენ დელონმა ძალა მომცა, ვუდიმ კი თვითირონია მასწავლა. სიამოვნებით ვისაუბრებდი უსასრულოდ…

– რა არის შენი საყვარელი ცნობილი ფრაზა?

– ცნობიერება განსაზღვრავს ყოფიერებას.

– რა მოხდება თუკი…?

– თუ დაიჯერებ, რომ რამეს მიაღწიე, იქ დამთავრდები.

– საქართველო რომ შენი პაციენტი იყოს, რა დიაგნოზს დაუსვამდი?

– მაშინ ავლიპ ზურაბიშვილი უნდა ვიყო. ასე არავინ ერწყმის ამ ერის ფსიქოტიპს, როგორც ავლიპი. მე აქ უცხო ვარ…

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი