ბადაგონი მსოფლიოში საუკეთესო ღვინოების ასეულშია

0
314

პირველად ქართული ღვინის ისტორიაში, ავსტრალიაში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სიდნეის ღვინის საერთაშორისო კონკურსზე ბადაგონის წითელი მშრალი ღვინო „ალავერდის ტრადიციები“ ჟიურიმ მსოფლიოს 100 საუკეთესო ღვინოს შორის აღიარა!

აღსანიშნავია, რომ კონკურსში მონაწილეობას მეღვინეობის სფეროში ყველაზე სახელგანთქმული ქვეყნების ღვინოები იღებდა და კონკურსის ჟიური დაკომპლექტებული იყო ღვინის ექსპერტებით ავსტრალიიდან, ახალი ზელანდიიდან, შვეიცარიიდან, ამერიკიდან, კანადიდან, საფრანგეთიდან და სხვა.

სიდნეის ღვინის საერთაშორისო კონკურსი უკვე 40 წელია იმართება და აქ გამარჯვება ძალიან დიდი მიღწევაა, რადგან კონკურსის შეფასების კრიტერიუმები და პროცესი საკმაოდ რთულია – თითოეული ღვინო შეფასების რამდენიმე ფაზას გადის.

მიუხედავად ურთულესი კონკურენციისა, ბადაგონის „ალავერდის ტრადიციამ“ გამარჯვებულის სტატუსი მოიპოვა.

ვულოცავთ ბადაგონისა და ქართული ღვინის ყველა გულშემატკივარს!

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი